Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმასიტყვით ჩავესის ნაცვლად მიმართა ნაციონალურ ასამბლეას


ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ნაციონალურ ასამბლეას ყოველწლიური სიტყვით ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის უგო ჩავესის ნაცვლად მიმართა. პრეზიდენტი ამ დრომდე რჩება კუბაში, სადაც მან ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე ოპერაცია გაიკეთა. მოკლე სიტყვაში მადურომ ფიცი დადო, რომ ის პრეზიდენტის ერთგული იქნება და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მმართველობა მთლიანად უგო ჩავესის ხელში რჩება.
XS
SM
MD
LG