Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მაისაია მისი საქმით დაინტერესებას სთხოვს ნატოს გენერალურ მდივანს


პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია, რომელიც სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა, მისი საქმით დაინტერესებას ნატოს გენერალურ მდივანს სთხოვს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაისაიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში ანდერს ფოგ რასმუსენს გაუგზავნის წერილს იმის შესახებ, რომ ბრალად ედებოდა არა რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა, არამედ ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. კერძოდ, ვახტანგ მაისაიას თქმით, ბრალდებაში დასახელებულია ნატოს წევრი სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვა. რაც შეეხება რუსეთს, მაისაიას განცხადებით, მის საქმეში მოხსენიებულია სადაზვერვო სამსახურის სპეცსამსახური, რომელიც რუსეთში საერთოდ არ არსებობს. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ მისი საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა სიმართლეს გაარკვევს.
XS
SM
MD
LG