Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ალჟირში მძევლების გამტაცებლებს ტერორისტები უწოდა და ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან. ეს ბოროტმოქმედები არიან ტერორისტები, რომლებმაც ხელთ იგდეს ეს საწარმო, მძევლად აიყვანეს ალჟირის და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავის ყოველდღიურ ჩვეულ საქმიანობას ეწეოდნენ. ამიტომ გადაუდებლად საჭიროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენ კონკრეტული, საშინელი სიტუაციის გადაწყვეტაზე ვმუშაობთ, გავაფართოოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ანტიტერორისტული თანამშრომლობა. მე და პრემიერ-მინისტრმა გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდელმალექ სელაჰთან პარასკევს გამართული შეხვედრის დროს. პრესკონფერენციას ვაშინგტონში ესწრებოდა ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ალჟირის მთავრობას, რომლის ბრძანებითაც ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები მძევლების გასათავისუფლებლად მეოთხე დღეა სპეცოპერაციას ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG