Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის სპეცდანიშნულების რაზმმა ექსტრემისტებისგან ბოლო შენობაც გაწმინდა


ალჟირის სპეცდანიშნულების ნაწილმა იერიში მიიტანა გაზის მწარმოებელი საწარმოს იმ ბოლო შენობებზე, რომლებსაც ისლამისტ გამტაცებლებს ჰქონდათ დაკავებული. ალჟირის სახელმწიფო მედიის ცნობით, შაბათის შტურმის შედეგად 11 ექსტრემისტი დახოცეს, თუმცა, მანამდე გამტაცებლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 7 მძევალი. ოპერაციის შედეგად შაბათს სპეცდანიშნულების ნაწილმა მოახერხა 16 საზღვარგარეთელი მძევლის განთავისუფლება, რომელთა შორის ორი ამერიკელი, ორი გერმანელი და ორი პორტუგალიელია. გამტაცებლები, რომლებსაც სავარაუდო კავშირი აქვთ ალ ყაიდასთან აცხადებენ, რომ 35 მძევალი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG