Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია კვლავ უძლიერესის პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ კოალიციის შიგნით პარტნიორების პოზიციების მნიშვნელოვანი გადანაცვლება მოხდება. ულტრანაციონალისტური პარტიის ”ებრაული სახლის” და მისი ლიდერის ნაფტალი ბენეტის გამოჩენა ერთგვარი მოულოდნელობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. 40 წლის ბენეტი ცდილობს ახალგაზრდებისა და იმ მოქალაქეების ხმების მოპოვებას, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან არიან. ნაფტალი ბენეტს ისრაელის პოლიტიკის ახალ ”პოპ ვარსკვლავს” უწოდებენ. ბენეტის წარმატებამ შესაძლოა გაართულოს პალესტინელებთან ურთიერთობა. თავისი კამპანიის დროს ბენეტმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ დაუშვას პალესტინელთა სახელმწიფოს აღმოცენება ”ისრაელის მიწაზე”.
XS
SM
MD
LG