Accessibility links

logo-print

კახეთში კომპენსაციების გაცემა დაიწყო


კახეთში, "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალთან დღეს დილით გამოაკრეს სიები, სადაც სტიქიიდან დაზარალებულების სახელები და მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის თანხა წერია. პირველ ეტაპზე სიებში 2768 ადამიანის სახელი მოხვდა. კომპენსაციების ოდენობა კი 500-დან 7000 ლარამდე მერყეობს. მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციის რაოდენობით უკმაყოფილოა. ისინი იხსენებენ დაპირებას, რომლის მიხედვითაც, ყველა დაზარალებულ ოჯახს სულ მცირე 4 700 ლარი უნდა მიეღო. სულ კომპენსაციას 28 500 ოჯახი მიიღებს. თანხა 6 კვირის განმავლობაში დარიგდება.
XS
SM
MD
LG