Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მამა მოკლეს


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ქალაქ კარაჩიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიან ტაიმური. გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლის მანქანას თავდამსხმელები სამშაბათს, გვიან საღამოს მოტოციკლეტებით აედევნენ. პოლიტიკოსის გარდა, თავდასხმას მამამისიც შეეწირა, რომელიც თავდასხმის მომენტში მანქანაში იყო. ტაიმური სამხრეთის პროვინცია სინდჰში ხელმძღვანელობდა პაკისტანის მუსლიმური ნავაზის ლიგას - ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი. ეს შემთხვევა პოლიტიკოსის მეორე მკვლელობაა, რომელიც კარაჩიში ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. ხუთშაბათს მოკლეს პარლამენტარი, მანზარ იმამი, თავის სამ მცველთან ერთად.
XS
SM
MD
LG