Accessibility links

logo-print

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი ვაჩეიშვილისა და საყვარელიძის შემცვლელთა კანდიდატები


საქართველოს კულტურის სამინისტროში, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისა და ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის შიდა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსი” კულტურის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, ორივე თანამდებობაზე სამინისტროში არაერთი განაცხადია შესული. ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, სირთულე შეიქმნა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის თანამდებობის მსურველებთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც ის აცხადებს, სამინისტროს უფრო მეტი დრო დასჭირდება განაცხადების განსახილველად. რაც შეეხება კანდიდატურებს, კულტურის სამინისტრო განაცხადის ავტორების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. როგორც ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, ოპერისა და ბალეტის დირექტორისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტებზე რეალური კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG