Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციამ ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი გიორგი ემირიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ერთ-ერთი კერძო ფირმის დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამი აიღო. გიორგი ემირიძის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული 15 000 ლარი. აღნიშნული დანაშაული, შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .
XS
SM
MD
LG