Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: ისრაელმა განახორციელა საჰაერო დარტყმა სამხედრო კვლევით ცენტრზე


სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ვერტმფრენებმა დამასკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო კვლევები ტარდებოდა საჰაერო დაბომბვა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად ცენტრის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ თავდასხმა ოთხშაბათს, გამთენიისას მოხდა. ისრაელის ხელისუფლება საჰაერი დარტყმების შესახებ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ისრაელმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, რომ სირიიდან იარაღი ლიბანის რადიკალურ მოძრაობა ”ჰეზბოლაში” ხვდება.
XS
SM
MD
LG