Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ


ვაშინგტონში, ხუთშაბათს, თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ამერიკის შეერთებული შტატების სახემწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ახლა ”შეერთებული შტატები გაცილებით ძლიერია შიგნით, სახლში და მას უფრო მეტად სცემენ პატივს მსოფლიოში”, ვიდრე ეს იყო მაშინ, როდესაც მან სახელმწიფო მდივნის პოსტი ჩაიბარა: ”ბევრი რამ შეიცვალა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ დავასრულეთ ომი ერაყში, დაიწყო გადაბარების პროცესი ავღანეთში, ოსანა ბინ ლადენის მიმართ კი სამართალი აღსრულდა. და მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკის აღორძინება ჯერ არ არის დასრულებული, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი გლობალური ლიდერობა გაცილებით მყარად დგას, ვიდრე ამას სხვები წინასწარმეტყველებდნენ”, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. ჰილარი კლინტონს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე 4 თებერვლიდან სენატორი ჯონ ქერი შეცვლის.
XS
SM
MD
LG