Accessibility links

საქართველოს პარლამენტში იმართება დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე


საქართველოს პარლამენტში იმართება დებატები მთავრობის გადაყენებისა და შექმნის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ - კერძოდ, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ერთპიროვნულად, პარლამენტის დამოკიდებულების გაუთვალისწინებლად, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვნის და ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დანიშვნის უფლება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე და განმარტონ, რატომ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს ესოდენ ფართო უფლებამოსილება. მანანა კობახიძის შემდეგ, დებატებში ჩაერთო საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე. მან უარყო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების შეფასება, რომ ამჟამად მოქმედი კანონი დიქტატორულია. ბობოხიძის თქმით, უმრავლესობა საზოგადოებას სთავაზობს ერთადერთ ცვლილებას - პრეზიდენტმა ვერ დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი.
XS
SM
MD
LG