Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშება


სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, არამ ჰარუთიუნიანი აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ჰარუთიუნიანმა, რომელიც „ეროვნული ერთსულოვნების პარტიის“ ლიდერია, ოთხშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ 7 თებერვალს ერთდღიანი შიმშილობით გამოხატავს პროტესტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, რის შემდეგაც ოფიციალურად მოხსნის საკუთარ კანდიდატურას. ჰარუთიუნიანის გარდა კიდევ შვიდი პირია რეგისტრირებული სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატებად. გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს. პრეზიდენტობის კანდიდატი ანდრიას ღუკასიანი 17 დღეა შიმშილობს მოთხოვნით, რომ საარჩევნო კომისიამ გააუქმოს სარქსიანის საარჩევნო რეგისტრაცია. ღუკასიანი დანარჩენ კანდიდატებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარისაკენ, რათა ამჟამინდელი პრეზიდენტი კონკურენტის გარეშე დარჩეს და კენჭისყრამ ლეგიტიმურობა დაკარგოს.
XS
SM
MD
LG