Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პოსტზე დასახელებული კანდიდატი სენატში წარდგა


ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატი ხუთშაბათს სენატში მივიდა- სადაც, გავრცელებული ვარაუდით, პოსტზე დამტკიცებამდე რთულ შეკითხვებზე უნდა გაეცა პასუხები. თანამდებობაზე წარდგენილია ჯონ ბრენანი - რომელიც ამჟამად თეთრი სახლის მრჩეველია კონტრ-ტერორისტულ საკითხებში, პრეზიდენტ ბუშის დროს კი სამმართველოში ედგა სათავეში ეროვნულ კონტრ-ტერორისტულ ცენტრს. ბრენანის გამოსვლას სენატში თან ახლდა დარბაზში მყოფი, სამშვილობო მოძრაობის აქტივისტის საპროტესტო გამოსვლა, რამაც რამდენჯერმე აიძულა ბრენანი, თავისი სიტყვა შეწყვიტა. სენატში დანიშნული განხილვის მთავარი თემა იყო თეთრი სახლის პროგრამა, რომ ამერიკის მოქალაქეების მოკვლა იყო დაშვებული, თუ ისინი ალ ყაიდის ლიდერობაში იყვნენ ეჭვმიტანილი.
ბრენანს მიიჩნევენ აშშ-ის იმ საჰაერო პროგრამის მთავარ ავტორად, რომელსაც სამმართველო ტერორისტების მოსაძებნად და მოსაკლავად მიმართავს. ბრენანმა განაცხადა, რომ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყენებდნენ, ადამიანების სიცოცხლის დასახავად. პროგრამის კანონით გამართლების თაობაზე მემორანდუმმა ამ კვირაში გამოჟონა. კანონმდებლებმა თეთრი სახლის საიდუმლო ანგარიში, ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს მას მერე, რაც წინა მოთხოვნები უგულვებელყოფილ იქნა.
XS
SM
MD
LG