Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურატურა: რობაქიძის მკვლელობის გამოძიება "მიკერძოებული და არაობიექტური" იყო


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე. ამ განცხადებით, დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. „დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა“, ვკითხულობთ განცხადებაში. ბოლოს აღნიშნულია, რომ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიკერძოებულ და არაობიექტურ გამოძიებაში, ბრალდებული არიან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღრსების შეურაცხყოფით.
XS
SM
MD
LG