Accessibility links

logo-print

ლოს ანჯელესში გამოვლინდნენ ”გრემის” ახალი მფლობელები


”გრემის” პრემიებით დაჯილდოების 55-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ალბომის პრიზი გადაეცა ბრიტანეთის როკ-ჯგუფს ”Mumford & Sons” ალბომ ”ბაბილონისთვის”. წლის ჩანაწერისთვის ”გრემის” ჯილდო მიიღო მუსიკოსმა სცენური სახელით ”გოტიე” სიმღერისთვის - “Somebody That I Used to Know”. წლის სიმღერისთვის ”გრემი” მიიღო ნიუიორკულმა ჯგუფმა ”Fun” სიმღერისთვის "We Are Young." იგივე ჯგუფს ”გრემი” გადაეცა ”საუკეთესო ახალი მუსიკოსის” კატეგორიაშიც. საუკეთესო როკ-ალბომისთვის დაჯილდოვდა ”Black Keys”. დრეიკს კი საუკეთესო რეპ-ალბომისთვის გადაეცა ”გრემი”. ”ბიტლზის” ყოფილი წევრი პოლ მაკკარტნი ”გრემით” დაჯილდოვდა საუკეთესო ტრადიციული პოპ-ალბომისთვის - "Kisses on the Bottom".
XS
SM
MD
LG