Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი 28 თებერვალს გადადგება


რომის რიგით 265-ე პაპი, ბენედიქტე მე-16 აპირებს, რომ გადადგეს 28 თებერვალს გადადგეს. პირველი პაპი, რომელმაც 600 წლის წინ 1415 წელს ნებაყოფლობით დატოვა წმინდა საყდარი, გრიგოლ მე-12-ე იყო. ბენედიქტე მე-16 განაცხადა, რომ მთლიანად აცნობიერებს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც ვატიკანის წარმომადგენელმა, ფედერიკო ლომბარდიმ გამოაცხადა, ეფუძნება მის ასაკს, რომ სისუსტის გამო აღარ ძალუძს შესაბამისად აღასრულოს თავისი მოვალეობა. „ამისთვის, ამ ქმედების სერიოზულობის სრული გააზრებით, ვმოქმედებ რა სრული თავისუფლებით, ვაცხადებ , რომ უარს ვამბობ ვიმსახურო რომის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს მემკვიდის ადგილზე. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გაცხადებაა", თქვა ლომბარდიმ. აპრილში პაპს 86 წელი შეუსრულდება. ვატიკანის წარმომადგენლის თქმით, ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევა უახლოეს დროში მოხდება; ბენედიქტე მე-16, ერისკაცობაში იოზეფ ალოის რაცინგერი, 2005 წელს აირჩიეს რომის პაპად. ის კათოლიკური ეკლესიის გერმანული წარმოშობის პირველი მეთაური იყო ბოლო, თითქმის ათასი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG