Accessibility links

logo-print

ინდოელმა ჯარისკაცებმა პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს


ინდოეთის განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს პაკისტანელი ჯარისკაცი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სადავო ქაშმირის რეგიონში ინდოეთის მხარეზე გადავიდა. ინდოეთის არმიის პრესმდივანი ამბობს, რომ პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ხუთშაბათს სროლა დაიწყეს, როცა „საეჭვო გადაადგილება“ შეამჩნიეს. პაკისტანელი სამხედრო პირი ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა. ცნობების თანახმად, დაიჭრა, სულ ცოტა, ერთი ინდოელი ჯარისკაცი. იანვარში სამი პაკისტანელი და ორი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპნენ ქაშმირში დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ ინციდენტების შედეგად. ჰიმალაის მთებში მდებარე ტერიტორია, რომელზეც ორივე ქვეყანას აქვს პრეტენზია, 60 წელიწადზე მეტი ხანია, დაპირისპირებას იწვევს.
XS
SM
MD
LG