Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწას მშვიდობიანად ჩაუარა მსხვილმა ასტეროიდმა 2012 DA14-მა


მსხვილმა ასტეროიდმა, 2012 DA14-მა, მშვიდობიანად ჩაუარა დედამიწას. პარასკევს საღამოს 46-მეტრიანმა ციურმა სხეულმა 28 ათას კილომეტრზე ჩაუფრინა ჩვენს პლანეტას. ასტეროიდი შარშან აღმოაჩინეს ესპანეთის სამხრეთში მომუშავე ობსერვატორიის თანამშრომლებმა. გუშინ მისი ხილვა შეიძლებოდა ავსტრალიიდან. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენასა და სამხრეთ ურალის თავზე მეტეორიტის წვიმას შორის არავითარი კავშირი არ არის, ვინაიდან ციური სხეულები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.
XS
SM
MD
LG