Accessibility links

logo-print

პაკისტანში შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინცია ბელუჯისტანში შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. აფეთქება მოხდა ქალაქ ყუეტის გარეუბანში, შიიტებით დასახლებულ რაიონში მდებარე ბაზარში. თავდასხმისთვის პასუხისმგელობა იკისრა სუნიტურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ლაშქარ-ე-ჯანგვიმ“. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი იტყობინება, აფეთქება მიმართული იყო შიიტური თემის წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, ბომბი დისტანციური სამართავი მოწყობილობით ააფეთქეს. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო ამ ქალაქში, მას მერე, რაც მიმდინარე წლის დამდეგს შიიტების წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ აფეთქებას 86 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG