Accessibility links

logo-print

ჩელიაბინსკში მეტეორიტების ნამსხვრევებით დაზარალებულთა რიცხვი 1491-ია


რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის საავადმყოფოებში კვლავ რჩება 46 დაზარალებული, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს მეტეორიტების ჩამოვარდნის შედეგად. სულ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 1491 ადამიანს. მათგან 311 ბავშვია. 52 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში. მათ უმეტესობას მინის ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები აქვს. ურალსკის ფედერალური უნივერსიტეტის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მეტეორიტის მცირე, 50-60 სანტიმეტრის სიდიდის ნამსხვრევები, რომლებიც არ დაიწვა, ჩებარკულის ტბაში ჩავარდა.
XS
SM
MD
LG