Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე: საგარეო კურსზე ცალკე კანონპროექტი აღარ არის საჭირო


საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ აცნობა. ”ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაფიქსირდეს კონსტიტუციაში და, როგორც იცით, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო შეთანხმება იქნება და ჩვენ შევძლებთ ამ პრინციპების სწორედ კონსტიტუციაში დაფიქსირებას”, - განაცხადა 18 თებერვალს გიორგი ბარამიძემ და მან ასევე განმარტა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავდაპირველად კანონპროექტი იმიტომ მოამზადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საშუალება. ვიცე-სპიკერის თქმით, ხელი არ უნდა შეეშალოს ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. საპარლამენტო უმრავლესობამ გასულ კვირაში გამოხატა მზადყოფნა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა კონსტიტუციის პრეამბულაში აისახოს.
XS
SM
MD
LG