Accessibility links

ბოსნიელი სერბი გენერალი მილან გვერო საავადმყოფოში გარდაიცვალა


ბოსნიელი სერბი გენერალი მილან გვერო, რომელსაც 1992-1995 წლებში ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედებოდა ბრალი, გარდაიცვალა. გვერო 70 წლის იყო. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მილან გვერო ბელგრადის საავადმყოფოში კვირას, ფეხის ამპუტაციის შემდეგ გარდაიცვალა. გვერო ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაურ რატკო მლადიჩის ახლო თანამებრძოლად ითვლებოდა. ის ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს 2005 წელს ჩაბარდა. 2010 წელს მას საომარი დანაშაულის ჩადენისთვის (მათ შორის - სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობისთვის) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მილან გვერო მსჯავრის გამოტანიდან მალევე გაათავისუფლეს, რადგან თავისუფლების აღკვეთის ადგილას უკვე გატარებული ჰქონდა რამდენიმე წელიწადი. მლადიჩის საქმის განხილვა კი კვლავაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG