Accessibility links

სააკაშვილი: სიტყვა „ამნისტია“ მიუღებელი და შეურაცხმყოფელია


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს საღამოს თავის სატელევიზიო გამოსვლაში გაიმეორა, რომ არ გეგმავს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, რომ მისი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ამნისტიას ყოფილი თანამდებობის პირებისთვის იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ძალაუფლების გაყოფის თაობაზე ქართულ ოცნებასთან იმართება. „მე სრულიად არ მივიღებ იმას, რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას. სიტყვა "ამნისტია" ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. რა თქმა უნდა, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც შეიძლება რაღაც მოტივებით ითხოვდეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკომპლექტებული ყოფილი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების დასჯას. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი იმსახურებს მხოლოდ მადლობას". სააკაშვილის თქმით, მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეწყდეს „ათეულობით ათასი ადამიანის“ მასშტაბური პოლიტიკური დევნა - მათი, ვინც, მისი თქმით, "ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნის საკითხს".
XS
SM
MD
LG