Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს სამი მსჯავრდებული


იაპონიის ხელისუფლებამ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯა. ეს იყო უმაღლესი სასჯელის აღსრულების პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ძალაუფლება ჩაიბარა პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მთავრობამ. მსჯავრდებულები, რომელთაგან ერთ-ერთს სკოლის მოწაფე გოგოს მკვლელობა ედებოდა ბრალად, ჩამოახრჩეს. სასჯელის უმაღლესი ზომა იაპონიაში გასული წლის სექტემბერშიც აღსრულდა. სასიკვდილო განაჩენი იაპონიაში კიდევ 134 პირს აქვს გამოტანილი. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს შორის სიკდვილით დასჯა მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში ხდება.
XS
SM
MD
LG