Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პარლამეტს თხოვნით მიმართავს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თხოვნით მიმართავს პარლამენტს, დანიშნოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი. საკანონმდებლო ორგანოსთვის გამიზნული ღია წერილი სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ”საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი. ჩვენი მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს ქვეყნის ძირითად კანონს და როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე ჩვენს ხალხს მიეცემა საშუალება მოისმინოს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე”, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG