Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია არ ჩავა არც ვაშინგტონსა და არც მოსკოვში


სირიის მთავარმა ოფოზიციურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ უარი თქვა მიპატიჟებაზე მოსკოვსა და ვაშინგტონში. პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში სირიის ეროვნული კოალიცია წერს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა პროტეტი გამოეხატა. მისი პროტეტის მიმართულია სირიის საჰაერო თავდასხმების დროს ძველი ქალაქის, ალეპოს სისტემატური დანგრევის მიმართ საერთაშორისო რეაქციის ნაკლებობის წინააღმდეგ. ოპოზიცია ასევე არ ჩავა რომში, სადაც სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა იმართება. ამ მიწვევაზე უარის მიზეზი ასევე პროტესტია ასეულობით სამოქალაქო პირის დახოცვის მიმართ. ალეპოზე თავდასხმის თაობაზე იუწყებოდა აქტივისტთა სამეთვალყურეო ჯგუფი, ლონდონიდან, რომ 29 ადამიანი დაიხოცა და 150 დაშავდა.
XS
SM
MD
LG