Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია პიარსვლად აფასებს დაცვის გარეშე პრეზიდენტის გადაადგილებას


დაცვის გარეშე პრეზიდენტის გადაადგილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფასებს, კიდევ ერთ პიარსვლად, რომელიც ირაკლი ალასანიას თქმით, აღარავის აკვირვებს. "პრეზიდენტის ინიციატივას პატივს ვცემთ და აქედან გამომდინარე, დაცვაც შესაბამისად უნდა ჰყავდეს, ხოლო შეთავაზება, რაც ახალი რეალობიდან გამომდინარე აქვს პრეზიდენტს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად საკმარისია”, - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ირაკლი ალასანიამ. მისივე შეფასებით, ტელეკამერებთან კეკლუცობას და სპექტაკლების დადგმას ყავლი უკვე გაუვიდა და საზოგადოება ობიექტურად აფასებს, რომ ახალი მთავრობიდან არავის სურს პრეზიდენტი დაცვის გარეშე იყოს.
XS
SM
MD
LG