Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დახმარებას გაუწევს სირიელ მეამბოხეებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი დახმარებას მიაწვდის სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად. კერის განმარტებით, საქმე ეხება არალეტალურ დახმარებას - სურსათს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას. კერიმ რომში, „სირიის მეგობართა“ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს ოპოზიციას, რათა ხელი შეუწყოს ძალისხმევას სირიაში პოლიტიკური ცვლილების მისაღწევად. „შეერთებული შტატებსა და აქ, (რომის შეხვედრაზე) წარმოდგენილ ყველა ქვეყანას სჯერა, რომ სირიის ოპოზიციურ კოალიციას შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს ძალისხმევას მშვიდობიანი ცვლილებებისაკენ. მაგრამ ამას ის მარტო ვერ გააკეთებს. მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენგან, ყველასაგან და სჭირდება ის, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღოს“, - განაცხადა ჯონ კერიმ. რომის კონფერენციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური "სირიის ეროვნული კოალიციის" ლიდერები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერი, ევროპისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG