Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ინტენსიური შეტაკებებია


სირიელი აქტივისტების თქმით, თურქეთის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთის ქალაქ რაყაში ინტენსიური შეტაკებები იყო, რასაც 16 მეამბოხის და 10 სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. ბრიტანეთში განთავსებულმა ადამიანის უფლებების სირიულმა ობსერვატორიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჯარმა ქალაქის რამდენიმე უბანი დამობმა. ობსერვატორიაც და რაყაში მცხოვრები აქტივისტებიც აცხადებენ, რომ ჯარმა მეამბოხეებზე იერიშის მისატანად ვერტმფრენებიც გამოიყენა. რაყას თავს აფარებს 800,000-მდე დევნილი. ისინი სირიის სხვა რეგიონებიდან გამოექცნენ ძალადობას. შეტაკებებია დამასკიდან სამხრეთდასავლეთით მდებარე დარაიაშიც, რომელიც მეამბოხეების მნიშვნელოვან ბასტიონად ითვლება, ისევე როგორც ჩრდილოეთის პროვინცია ალეპოში მდებარე პოლიციის აკადემიაში. ასეთ ფონზე გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი და სირიის საკითხზე საერთაშორისო წარგზავნილი, ლახდარ ბრაჰიმი იმედგაცრუებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ არ ხერხდება სირიის კონფლიქტის დასრულება. შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ გაერო მზად არის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG