Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩადის ჯარი აცხადებს, რომ მოკლულია ალ-ყაიდის გავლენიანი ლიდერი


ჩადის სამხედროთა განცხადებით, მათ ალ-ყაიდის გავლენიანი ლიდერი, მოხტარ მელმოხტარი მოკლეს მალის ჩრდილოეთში. ალჟირში გაზის საწარმოზე იანვარში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბელმოხტარმა იკისრა. ოთხდღიან კრიზისს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საწარმოში მომუშავე ბევრი უცხოელი. ჩადის არმია აცხადებს, რომ ბელმოხტარი შაბათს მოკლეს - მას შემდეგ, რაც ჩადის სამხედროებმა იერიში მიიტანეს „ტერორისტულ ბაზაზე“ და ბელმოხტარის ჩათვლით რამდენიმე ტერორისტი გაანადგურეს. პარასკევს ჩადის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ სხვა რეიდის დროს ექსტრემისტი აბუ ზაიდი იქნა მოკლული. საფრანგეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს ჯერჯერობთ არც ერთი კაცის სიკვდილი არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG