Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მაღაზიების დალუქვას აპროტესტებენ


ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდმეწარმეები საპროტესტო აქციას მართავენ. "ინტერპრესნიუსის" ცნობით ისინი საგადასახადო სამსახურის მიერ მაღაზიების დალუქვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით ზუგდიდში საგადასახადო სამსახურმა უკანონოდ დალუქა ათამდე მაღაზია და მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეწყდეს ობიექტების დალუქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG