Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორი საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზრუნვას


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორის, ჯეიმს ჰემილტონის აზრით, კომისიის მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, განხორციელების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში მოსამართლეები უფრო დამოუკიდებელი და დაცულები იქნებიან. ამის შესახებ ჰემილტონმა განაცხადა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში. მისი თქმით, „მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კომპლექსური და ფართო საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოლა, რომელიც დაიცავს სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას.“ ჰემილტონი დასძენს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას. მისი თქმით, თუკი ყოველ ჯერზე მთავრობის შეცვლა გამოიწვევს არსებული საბჭოს მანდატის შეწყვეტას და მისი ახალი პირებით შეცვლას, მაშინ საკითხი პოლიტიზირებული ხდება. საბჭო ხდება ახალი ხელისუფლების შექმნილი და ამ პირობებში ძნელი იქნება ისეთი საბჭოს ფორმირება, რომელიც რეალურად იქნება დამოუკიდებელი. რადიო თავისუფლება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტს დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც ამ კომისიამ პარასკევს წარმოადგინა ექსპერტების დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის თაობაზე.
XS
SM
MD
LG