Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგ ან სუ ჩი ისევ აირჩიეს ბირმის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ბირმელი ლაურეატი, ანგ სან სუ ჩი ისევ აირჩიეს ბირმის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ის პარტიის სამდღიანი ყრილობის ბოლო დღეს დასახელდა დემოკრატიის ეროვნული ლიგის ახალი აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ. ბირმაში 2015 წელს გაიმართება საყოველთაო არჩევნები. ანგ სან სუ ჩის პარტია ორი ათწლეული იდევნებოდა ბირმის სამხედრო რეჟიმის მიერ და პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდა გასლ წელს მასშტაბური რეფორმების შედეგად. 67 წლის ანგ სან სუ ჩის ნათქვამი აქვს, რომ მზად არის, პრეზიდენტი გახდეს, თუ მისი პარტია ჩადგება ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG