Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით შემცირდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით შემცირდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელფასისთვის გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება და ინფორმაცია საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. პრესსამსახურის ცნობითვე, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველთვიურად ან თვეში რამდენჯერმე პრემიას თავადვე იწერდნენ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პრემია წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიცემა.
XS
SM
MD
LG