Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი განაგრძობს ვიზიტს აშშ-ში


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს აშშ-ში. უსუფაშვილი თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანს. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. დავით უსუფაშვილმა შეხვედრები გამართა კონგრესშიც.
XS
SM
MD
LG