Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ვერ გაბედავს მთავრობის დათხოვნას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავს მთავრობის დათხოვნას. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „მას საერთოდ დაეკარგება იმიჯი და გარეთ არ გაესვლება არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს, ვინც ამ დიქტატორული კანონის შენარჩუნებას დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა ივანიშვილმა. ჟურნალისტებთან ხანგრძლივი საუბრისას ივანიშვილი განაცხადა ასევე, რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრ წევრს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე „მისი გუნდის წევრებს“ და პრემიერის „დიდი სურვილია“, რომ ასეთმა კადრებმა „გააგრძელონ საკუთარი გამოცდილების რეალიზება“. რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ივანიშვილი რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვასა და ტარიფებს.
XS
SM
MD
LG