Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მსხვერპლი მოჰყვა სამხედრო ინტერვენციის მე-10 წლისთავზე მოწყობილ აფეთქებებს


ბაღდადში აფეთქებები მოეწყო ერაყში სამხედრო ინტერვენციის მე-10 წლისთავზე. ერაყის პოლიციისა და საავადმყოფოების წარმომადგენლების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 50 და დაიჭრა 150-ზე მეტი ადამიანი. დღევანდელი იერიშები, როგორც ჩანს, მიმართული იყო შიიტების უბნების წინააღმდეგ. 10 წელიწადში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოეწყო სამხედრო ინტერვენცია ერაყში სადამ ჰუსეინის მმართველობის დასამხობად, მძიმე რჩება ვითარება უსაფრთხოების მხრივ, თუმცა ძალადობის მასშტაბი ბოლო წლებში შემცირებულია. ერაყში ბოლო პერიოდის თავდასხმებიდან ბევრზე იკისრეს პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა სუნიტებმა, რომლებიც მთავრობის დესტაბილიზაციას ცდილობენ. განვლილი წლიდან ათასობით სუნიტი მონაწილეობს აქციებში, რათა პროტესტი გამოთქვას შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ, მათი შეფასებით, სუნიტური უმცირესობის უფლებების შეზღუდვის გამო.
XS
SM
MD
LG