Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის მთავრობას ცვლილება შეაქვს ანაბრების დაბეგვრის გეგმაში


კვიპროსის მთავრობას ცვლილება შეაქვს საბანკო ანაბრების დაბეგვრის გეგმაში, რომლის განხორციელებასაც მოითხოვენ კვიპროსისთვის უცხოეთიდან 10 მილიარდი ევროს დახმარების მისაწოდებლად. ცვლილება მოჰყვა ანაბრების დაბეგვრის გეგმით უკმაყოფილო კვიპროსელების, ისევე როგორც უცხოელების პროტესტს. კვიპროსის პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 9,9%-იან ერთჯერად დაბეგვრას ანაბრებისა, თუ ისინი 100 000 ევროს აღემატება და 6,75%-იან დაბეგვრას ანაბრებზე 20 000-დან 100 000 ევრომდე. კანონპროექტში შეტანილი ცვლილებით, აღარ დაიბეგრება ანაბრები, რომლებიც 20 000 ევროს არ აღემატება. კვიპროსის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ ზომის შედეგად მოიპოვებს 5,8 მილიარდ ევროს (7,5 მილიარდ დოლარს), რის შემდეგაც უცხოელი დონორებისაგან მიიღებს 10 მილიარდ ევროს ბანკების რეკაპიტალიზაციისათვის. მიზანია კვიპროსის გაკოტრების თავიდან აცილება.
XS
SM
MD
LG