Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა მუსლიმანებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა


ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო და მარნეულელებს დღესასწაული საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა. მან მარნეულის ცენტრში სიმბოლური კოცონი აანთო, რომელსაც ტრადიციულად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ადგილობრივები ანთებენ. დღესვე პრემიერ-მინისტრი მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ჩავიდა და ფერმერთა ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობას დაესწრო. „ჩვენ ვიწყებთ და ვაკეთებთ იმას, რაც დავპირდით მოსახლეობას. მიწები იხვნება ყველგან და სუფთავდება სარწყავი არხები. გარწმუნებთ, რომ რაც დრო გავა, მით უფრო აღორძინდება საქართველო. საქართველოში იწყება ჭეშმარიტად აღორძინების პროცესი. დავიწყეთ სოფლით და ეს გადავა ქალაქებშიც“, - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG