Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ფუსი რაიოტის“ სარჩელი


რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრების სარჩელი, მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების შესახებ. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ეკატერინა სამუცევიჩის, მარია ალიოხინსა და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას მიმართ მიღებული პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მოსამართლე ელადა ბონდარენკო აღნიშნავს, რომ პანკ-ჯგუფის წევრთათვის შეფარდებული ბრალდება „სრულად შეესაბამება მათი დანაშაულის სიმძიმეს.“ პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ ორ წევრს ორწლიანი პატიმრობა რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ ხულიგნობის მუხლით შეეფარდა. სამუცევიჩი მოგვიანებით აპელაციის საფუძველზე განთავისუფლდა, თუმცა მას დანაშაული არ მოხსნია. ციხეში მოპყრობის გამო „ფუსი რაიოტის“ წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამრთლოს უკვე მიმართეს შესაბამისი სარჩელით.
XS
SM
MD
LG