Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს


პარლამენტში ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო 15 საათზე დანიშნული სხდომა, რომლის დღის წესრიგში პირველი მოსმენისთვისაა შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. დღეს ნაციონალური მოძრაობის სახელით უმცირესობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ თუ უმრავლესობას სურს ცვლილება ახლავე ამოქმედდეს და არა ოქტომბრის შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, დღევანდელ სხდომაზე უნდა დათანხმდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ სარეიტინგო კენჭისყრას. თავის მხრივ, უმრავლესობის წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ თუ უმცირესობა გულწრფელია, როდესაც ცვლილების მხარდაჭერაზე საუბრობს, სარეიტინგო კენჭისყრის გარეშეც შეუძლია ხმა სრული შემადგენლობით მისცეს.
XS
SM
MD
LG