Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ცნობით, ბერეზოვსკის სახლში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს


ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ლონდონთან ბორის ბერეზოვსკის სახლის გაჩხრეკის შემდეგ განაცხადა, რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. პოლიციის ექსპერტების თქმით, ჯერ დადგენილი არ არის რუსი ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი. ბრიტანეთის პოლიციის მიერ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებს - ქიმიკოსებს, ბიოლოგებსა და რადიაციის ექსპერტებს, რომლებმაც დღეს შეამოწმეს ბორის ბერეზოვსკის სახლი, არ უპოვიათ არაფერი, რაც შეიძლება, „შეშფოთებას“ იწვევდეს. 67 წლის ბერეზოვსკი შაბათს შინ გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის დღევანდელი განცხადებით, სწორი არ იქნებოდა სიკვდილის მიზეზზე დაუსაბუთებელი ვარაუდების გამოთქმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე. ლონდონში რუსეთის საელჩო ხვალ აპირებს განცხადების გაკეთებას ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG