Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა გეების ქორწინების წინააღმდეგ


პარიზში ასობით ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც გეებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას ანიჭებს. მედია იუწყება შეხლა-შემოხლაზე, რის გამოც პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. პოლიციის ინფორმაციით საპროტესტო აქციაში 300 ათასამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა. ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ საკანონმდებლო პროექტი უკვე დაამტკიცა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ხოლო აპრილში სადაოდქცეულ საკანონმდებლო აქტს, რომელსაც მხარს პრეზიდენტი ჰოლანდი უჭერს, სენატიც განიხილავს.
XS
SM
MD
LG