Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS-ის ქვეყნები გაავრცელებენ განცხადებას განვითარების ახალი ბანკის შექმნაზე


ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის BRICS-ის ლიდერები დღეს მოაწერენ ხელს შეთანხმებას განვითარების ახალი ბანკის დაფუძნების შესახებ. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სამიტზე შეთანხმებას გააფორმებენ ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთი აფრიკის ლიდერები. ბანკის დაფინანსებისა და ფუნქციონირების დეტალები დროთა განმავლობაში დაზუსტდება. ახალი ბანკის შექმნის მიზანი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეგავლენის დაბალანსებაა, რადგან იქ დასავლეთის ქვეყნები დომინირებენ. BRICS-ის ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის 40% ცხოვრობს და ამ ქვეყნების უცხოური სავალუტო რეზერვები 4,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG