Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია შეამოწმეს


რუსეთის სამართალდამცველთა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას, ოთხშაბათს „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალისა“ და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ოფისებში შევიდნენ. ამ რეიდის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ინფორმაცია „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელმა ელენა პანფილოვამ გამოაქვეყნა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა კი აღნიშნა, რომ პროკურატურისა და საგადასახადო პოლიციის წარმომადგენლებს შემოწმების შესახებ წინასწარ არ უცნობებიათ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა კვირიდან მოყოლებული, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციიდან იღებენ სარეგისტრაციო და საფინასო დოკუმენტებს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შემოწმება სრულიად შეესატყვისება იმ კანონს, რომელიც გასულ წელს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თაობაზე მიიღეს.
XS
SM
MD
LG