Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დაიწყო ბორის ბერეზოვსკის სიკვდილის გამოძიება


ბრიტანეთში დაიწყო ოფიციალური გამოძიება რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის გასულ შაბათს იპოვეს გარდაცვლილი თავისსავე სახლში, ლონდონის მახლობლად. გამომძიებელმა მარკ ბისელმა დღეს განაცხადა, რომ 67 წლის ბერეზოვსკი იპოვეს „აბაზანის იატაკზე, ყელზე ყულფით და იმავე მასალის ნაჭერი შხაპის სამაგრზე“. შეკითხვას, შეიძლებოდა თუ არა, მომხდარში „მესამე მხარეს“ მიეღო მონაწილეობა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ „ეს გამორიცხული არ არის“. შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს გვამსითვის ტოქსიკოლოგიური შემოწმების ჩატარებას. სამშაბათს ბრიტანელმა პათოლოგანატომებმა ბერეზოვსკის გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინეს, რომ „სიკვდილის მიზეზი შეესაბამება ჩამოხრჩობის ვერსიას“ და რომ გვამს არ აღენიშნება ძალადობის ნიშნები. ბერეზოვსკის მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ის უხასიათოდ იყო ფინანსური პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG