Accessibility links

logo-print

ვაზიანის ბაზაზე დასრულდა ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება


ვაზიანის ბაზაზე დასრულდა ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2013. დღევანდელ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები და პარლამენტის წევრები. "ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩატარებულ, კიდევ ერთ წარმატებულ წვრთნას დიდი მნიშვნელობა აქვს და გამორჩეული იყო იმით, რომ ჩამოყალიბდა ოპერაციების წარმოების ერთობლივი შტაბი, სადაც ქართველმა სამხედროებმა დამატებითი გამოცდილება შეიძინეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა იმასაც, რომ სწავლებაში ჩართული იყო საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა, რომლის გამოცდა მიმდინარეობს და შესაბამისი დასკვნის შედეგად გაირკვევა, თუ როგორ გაგრძელდება თავდაცვის ეროვნული მრეწველობის პროგრამა. ერთობლივ წვრთნაში, რომლის აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყო, 350 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG