Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის გამიძიებას მოითხოვს


გასული წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, რომელშიც კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციაა გამოყენებული, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე. სპეცოპერაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. სახალხო დამცველი, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG