Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონი


ავღანეთში ჩავიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების 33-ე და 42-ე ბატალიონები. მათი სამხედრო მოსამსახურები სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებენ ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33-ე და 42-ე ბატალიონები მომავალი 4 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად შეცვლიან შეიარაღებული ძალების მე-12 და 32-ე ბატალიონებს. სამინისტროს ცნობითვე, ავღანეთში როტაციისთვის გაგზავნილი 2 ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ამჟამად ბაზა „ლეზერნიკზე“ გადის დასკვნით სწავლებას.
XS
SM
MD
LG